გიორგი ვაშაძე - უკვე აღარც კი კადრულობენ სხვა მოკვდავ ადამიანებთან ერთად ფრენას - მმართველობის მე-11 წელს „ქართული ოცნება“ პირდაპირ მხილებულია ოლიგარქიაში

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველობის მე-11 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ოლიგარქია დაამკვიდრა.

მისივე თქმით, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო საკუთრებას იყენებენ.

„გუშინ „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემაში ვიხილეთ პირდაპირი მტკიცებულება მმართველობის ფორმის, რომელიც დღეს ქვეყანაშია დამყარებული. ამჯერად, კალაძე, როგორ იყენებს პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავს. ისინი უკვე აღარც კი კადრულობენ სხვა მოკვდავ ადამიანებთან ერთად ფრენას. საყიდლებზე, დასასვენებლად, სახელმწიფო ხარჯებით დადიან. ეს არის ის უმძიმესი ვითარება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა. კალაძე, ღარიბაშვილი პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო საკუთრებას იყენებენ. ხალხი ღარიბია და უმძიმეს ვითარებაშია. მმართველობის მე-11 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დაამკვიდრა ოლიგარქია.

ამ ორი კვირის განმავლობაში ნოდარ მელაძის გამოშვებაში ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება ვნახეთ ოლიგარქიის. სწორედ, ამ ოლიგარქიისგან გათავისუფლებაზე გველაპარაკება ევროკავშირი, თუ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ელიტა ზემდიდარი, ფუფუნებაში მცხოვრები ხალხის ხარჯზე, პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო საკუთრებას იყენებს. მეორე მხრივ, ხალხი უკიდურეს სიღარიბეშია. 300 ლარს ადამიანებს უგდებენ, რომ ჩუმად იყავი - ჩემი დავალებები შეასრულე 300 ლარად. თვითონ მილიონებს ხარჯავენ საკუთარი ფუფუნებისთვის და ქვეყანას ძარცვავენ. „ქართული ოცნება“ მმართველობის მე-11 წელს პირდაპირ მხილებულია ოლიგარქიაში, რუსული ინტერესების გატარებაში - სწორედ, ფარცხალაძე ამ ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილია, რომელიც რუსულ, ჯაშუშურ საქმიანობას ქვეყანაში ეწევა, ასევე, მხილებულია ქვეყნის და ხალხის გაღარიბებაში. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს. ისეთი თავხედები არიან, რომ პასუხის ღირსადაც კი არ თვლიან ჟურნალისტებს, საზოგადოებას.

მინდა ჩვენს თანამემამულეებს, მოქალაქეებს მივმართო, მეგობრებო, თუ თქვენ კიდევ მხარს უჭერთ „ქართულ ოცნებას“ იცოდეთ, რომ თქვენ მხარს უჭერთ ოლიგარქიულ რეჟიმს, ქვეყნის ძარცვას, მათ გამდიდრებას და თქვენს გაღარიბებას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება