ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა - სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ოთარ შამუგიას განცხადებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალ სპეცტექნიკასა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე, დაახლოებით, რვა მილიონი ლარი იქნა მიმართული.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სამსახურების ტექნიკით სრულად აღჭურვის პროცესს. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალ სპეცტექნიკასა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე, დაახლოებით, რვა მილიონი ლარი იქნა მიმართული. აქედან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნაწილი კი, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით არის დაფინანსებული. აღნიშნული ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სატყეო სააგენტომ უფრო ეფექტიანად შეასრულოს სამეურნეო საქმიანობა, განახორციელოს შესაბამისი სატყეო გზების გაყვანის სამუშაოები, რათა ხანძრის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ოპერატიულად შევძლოთ შესაბამისი სამსახურების მობილიზება. ახალი ტექნიკით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, 37 ერთეული „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის და 22 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება.

„სპეცტექნიკით სააგენტო უზრუნველყოფს ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, როგორიცაა: ტყის-მოვლა აღდგენა, ხე-ტყის დამზადება, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სახელმწიფო ტყის ტერიტორიების მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი პრიორიტეტული მიმართულებებია: ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია, მართვის გეგმების მომზადება და მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობა, ასევე, თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

ბოლო პერიოდში, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განვითარდა სატყეო ინფრასტრუქტურა საქმიანი ეზოებისა და სატყეო გზების სახით. სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სატყეო სამსახურის ახალი ოფისები აშენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებით უკეთ სარგებლობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია