უნგრეთის ასამბლეის სპიკერი - მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ შეცდომა, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას

მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას, - ამის შესახებ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ლასლო კიოვერისმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს ამ მოწვევისა და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაგიხადოთ. საქართველოში მეორედ ვარ ჩამოსული. პირველად 2011 წელს ვიყავი. საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რასაც ქვეყანამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიაღწია, ეკონომიკისა და ცხოვრების სხვა ასპექტების მხრივ. ეს წინსვლა უდავოა. რაც შეეხება თქვენს დაახლოებას ევროკავშირთან, მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. ეს არის ევროპაში, ქრისტიანობის მეორე უძველესი ქვეყანა. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ბოლო რიგებში, ეს არის პირველ ან მეორე ადგილზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ საქართველოს ადგილი ნამდვილადაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ძალიან ხმამაღლა ვამბობდით და ამას გავაგრძელეთ, ასევე, როცა საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ მხარდაჭერას. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს კიდევ მეტი პროგრესი ექნება და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ და არამხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს, ნატოზეც. ნატო არის ამ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი საშუალება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ლასლო კიოვერისმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო