ბოლნისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

14 სექტემბერს, ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქ.106 -ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 43-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, ამიერიდან, ბოლნისის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

„შესაძლებელია კონსულტაციის მიღება. ცენტრის იურისტ-კონსულტანტი სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები. გახსნის ცერემონიაზე ლენტი გაჭრეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.

შემდეგ გაიმართა შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლებთან, სოციალური სამსახურების თანამშრომლებთან. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ წარმოადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, დახმარების მიღების კრიტერიუმების, სამსახურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ და დაწვრილებით ახსნა, თუ რა სახის მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი საკონსულტაციო ცენტრში. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, სადაც მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ და აღწერილია, თუ ვის და რა სახის სამართლებრივი დახმარების მიღება შეუძლია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება