„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა დამზადებული ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენაზე პირველად გამოიფინება

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრებს საერთაშორისო გამოფენა - „Micam & Mipel Milano 2023“ - უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მილანის საერთაშორისო გამოფენა უმსხვილესი მოვლენაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისათვის და მასში მსოფლიოს 130 ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს და 45 000-მდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება.

„ქართველ მსჯავრდებულებს მილანში, ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაზე გატანის შესაძლებლობა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეძლევათ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია - ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები. „რე-მარკეტი“ იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციის მარკეტია, რომელიც მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი მცირე საწარმოებში, რომლებიც 3D პრინტერითა და გრავირების აპარატებით არის აღჭურვილი, პატიმრები აქსესუარებს ამზადებენ, შემდგომ კი პროდუქცია წერეთლის N8-ში მდებარე რესოციალიზაციის მარკეტში იყიდება.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ასეთ საწარმოში, რომელიც რუსთავის #16 პენიტენციურ დაწესებულებაში მდებარეობს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორთან თამთა დემურიშვილთან ერთად სტუმრობდა და ადგილზე გაეცნო პატიმართა ხელნაკეთი ნივთების დამზადების პროცესს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება