იაგო ხვიჩია პრეზიდენტს „თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე, რომელიც პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გადის, ვეტოს დადებისაკენ მოუწოდებს

პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „თავდაცვის კოდექსის” პროექტზე, რომელიც პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გადის, ვეტოს დადებისაკენ მოუწოდებს.

ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომიდან პრეზიდენტს მიმართა, რომ “თავდაცვის კოდექსის” პროექტი მისთვის - როგორც უმაღლესი მთავარსარდლისთვის - შეურაცხმყოფელია.

“მინდა ქართველი ხალხს მივმართო, რომელსაც რამდენიმე კვირაში შლაგბაუმსა და “ვიშკაზე” წასვლა მოუწევს - მიაქციონ ყურადღება, რა იცვლება მათ თავს, კონცენტრირდნენ იმაზე, თუ რა დაემართათ მმართველი გუნდის დამსახურებით და მხარი დაუჭირონ “გირჩს”, რათა 2025 წლიდან ეს გაუგებრობა, რაც მათ თავს ხდება, აღმოიფხვრას”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება