„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ზუგდიდის მერიამ „ზუგდიდობის“ დღესასწაულისთვის საჭირო მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა - ეს კონკურენციის არსებობას გამორიცხავს, რაც კორუფციული რისკების მატარებელია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიამ 17 სექტემბრის, „ზუგდიდობის“ დღესასწაულისთვის საჭირო მომსახურება შპს „სტუდია 1,2,3“-ისგან გამარტივებული წესით 367,054 ლარად, ღონისძიებამდე 6 დღით ადრე შეისყიდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ „ზუგდიდობის“ დღესასწაულისთვის საჭირო ღონისძიებების შესასყიდი ტენდერი მოეწყო, რადგან ეს ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში თავიდანვე იყო დაგეგმილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიიჩნევენ, რომ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა, რაც კორუფციული რისკების მატარებელია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოუწოდებს, მომავალში უფრო მკაცრად მოეკიდოს პირდაპირი შესყიდვებისთვის თანხმობის გაცემის საკითხს.

„ზუგდიდის მერიამ 17 სექტემბრის, “ზუგდიდობის” დღესასწაულისთვის საჭირო მომსახურება შპს “სტუდია 1,2,3”-ისგან გამარტივებული წესით 367,054 ლარად, ღონისძიებამდე 6 დღით ადრე, 11 სექტემბერს შეისყიდა.

გამარტივებულ შესყიდვას ზუგდიდის მერია ღონისძიების მასშტაბურობითა და კომპლექსურობით ასაბუთებს (https://shorturl.at/ahqs2), ამას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც ეთანხმება (https://shorturl.at/clpH6) თუმცა ზუგდიდის მერიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ “ზუგდიდობის” დღესასწაულისთვის საჭირო ღონისძიებების შესასყიდი ტენდერი მოეწყო, რადგან ეს ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში თავიდანვე იყო დაგეგმილი.

შპს „სტუდია 1,2,3“- ის 100% წილის მფლობელია თამარ ფოცხიშვილი, დირექტორი - გიორგი ტეტიაშვილი. კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე 2,001,624 ლარის 37 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 751,462 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება მიიღო (საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსგან - 331,408 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან - 53,000 ლარი და ზუგდიდის მერიისგან - 367,054 ლარი). კომპანიამ წარსულში 99,621 ლარის ორ ტენდერშიც გაიმარჯვა.

მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა კონკურენციის არსებობას გამორიცხავს, რაც კორუფციული რისკების მატარებელია.

მოვუწოდებთ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მომავალში უფრო მკაცრად მოეკიდოს პირდაპირი შესყიდვებისთვის თანხმობის გაცემის საკითხს“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება