პრეზიდენტი - ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით, ეს უნდა ყოფილიყო „ევროპალიაზე”  ჩვენი მონაწილეობის მთავარი გზავნილი - სამწუხაროდ, ამ საკითხზე აქ დიდად არავინ საუბრობს, რაღაც მიჩქმალულია ეს თემა

ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურად გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, „ევროპალიაზე“ სწორედ აღნიშნული უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარი გზავნილი, მაგრამ თემა „მიჩქმალულია“ და „დიდად არავინ საუბრობდა“.

„[კანდიდატის] სტატუსისთვის ყველაფერი არის გასაკეთებელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული ნაწილი და ამ კუთხით ჩვენი გზავნილები ევროპაში. ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურად გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით. ეს არის ის, რაც უნდა ყოფილიყო ევროპალიაში ჩვენი მონაწილეობის მთავარი გზავნილი. სამწუხაროდ, ამ საკითხზე აქ არავინ დიდად არ საუბრობს, რაღაც მიჩქმალული არის ეს თემა. როცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ევროპაში ჩვენი კულტურული შესვლის. მინდა ყველა მონაწილეს მოვუწოდო და ამას კიდევ სხვა ფორმით გავაკეთებ, გვქონეს ეს განაცხადი, რომელიც ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო ჩვენი ევროპალიის ღონისძიებების სათაური, რომ საქართველო ევროპა არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება