უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის განცხადებით, უკრაინულმა ჯარმა ბახმუტთან რუსული თავდაცვა გაარღვია

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკის ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინულმა ჯარმა ბახმუტთან რუსული თავდაცვა გაარღვია.

ინფორმაციას ოფიციალური ტელეგრამ-არხი Military Media Center-ი ავრცელებს.

სირსკის თქმით, ანდრეევკასა და კლეშეევკაზე ბრძოლების დროს რუსულმა არმიამ სამი ბრიგადა დაკარგა.

„წინა კვირას დასახლებული პუნქტების, ანდრეევკასა და კლეშეევკას, დაკარგვის შემდეგ, მოწინააღმდეგე სხვადასხვა მიმართულებებით მრავალრიცხოვან კონტრიერიშებს ახორციელებს და წარუმატებლად დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. პირველი შეხედვით, ეს პატარა დასახლებული პუნქტებია, მაგრამ ისინი რუსული თავდაცვის მნიშვნელოვანი ელემენტები იყო და ბახმუტიდან გორლოვკამდე გადიოდა“, - აღნიშნა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა.

მისივე განცხადებით, ბრძოლების დროს სრულიად განადგურებულია და საბრძოლო უნარიანობის დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს რუსული ჯარის ერთი-ერთი ყველაზე მომზადებული და საუკეთესო ნაწილები 72-ე მოტომსროლელი ბრიგადა, 31-ე და 83-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღესაც აცხადებდა, რომ უკრაინული ჯარის შეტევები კლეშეევკაზე მოგერიებულია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება