კახა ქემოკლიძე - ფარცხალაძის საქმე მხოლოდ აისბერგის წვერია, ეს არ არის რიგითი ჯაშუშის საქმე - ძალიან საინტერესოა, როდის მოხდა გადაბირება?

ფარცხალაძის საქმე, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერია , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კახა ქემოკლიძის თქმით, ფარცხალაძე არ არის რიგითი ჯაშუში, რადგან ის ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული, რომელიც ხელისუფლებას 99%-ით აკონტროლებს.

„საინფორმაციო მანიპულაციის ტექნიკებს როცა იყენებ, ხარისხიანად მაინც უნდა გააკეთო, რომ დამაჯერებელი გახადო შენი ვერსია. ამათი გამოგონილი კი არ არის, საინფორმაციო მანიპულაციის ტექნიკები უსაფრთხოების სამსახურებში გამოიყენებოდა 1920-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირი იყენებდა „კაგებე-ს“ შექმნამდე.

ფარცხალაძის საქმე, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერია და ისინი ხვდებიან, რომ ეს აისბერგის წვერია. ფარცხალაძის საქმე არ არის მხოლოდ და მხოლოდ უბრალო რიგითი ჯაშუშის საქმე, ფარცხალაძე ფიგურალურად არის დაკავშირებული პირაპირ ბატონ ივანიშვილთან. ხოლო ბატონი ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თითქმის 99%-ით აკონტროლებს ქართულ ხელისუფლებას, მეტით თუ არა“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კახა ქემოკლიძის თქმით, ფარცხალაძის საქმე გარკვეულ კითხვებს ბადებს, მათ შორის ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდა მისი რუსების სპეცსამსახურების მიერ წინა ხელისუფლების დროს გადაბირება.

„ძირითადი კითხვები ამ ძალიან საინტერესო საქმეში იცით რა არის? პირველი, როდის მოხდა გადაბირება? გადაბირებული იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს? ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროს ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, იქნებ, მაშინ გადაიბირეს, ბევრ რომ ლაპარაკობენ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. მეორე, ვისი წარდგინებით მოხდა მისი დანიშვნა ასეთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პოზიციაზე, რომელიც ძალოვან ბლოკში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძოა. რა იყო მისი კავშირების წრე? რა იყო მისი საინფორმაციო დაფარვის ველი? რა ტიპის ზეგავლენას ახორციელებდა პოლიტიკურ პროცესებზე? ვისთან ჰქონდა კავშირი და ბიზნესურთიერთობები?“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება