ჯო ბაიდენი ირანის ციხიდან აშშ-ის 5 მოქალაქის გათავისუფლებაზე - ხუთი უდანაშაულო ამერიკელი საბოლოოდ ბრუნდება სახლში

ირანში რამდენიმეწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ამერიკის ხუთი მოქალაქე აშშ-ში ბრუნდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული მოქალაქეები, რომლებსაც აშშ უკანონო პატიმრებად თვლიდა, უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც აშშ-ის მიერ ირანის კუთვნილი 6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს განბლოკვას ითვალისწინებს.

აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი წლების განმავლობაში იტანდნენ "ტანჯვასა და გაურკვევლობას".„ირანში დაპატიმრებული ხუთი უდანაშაულო ამერიკელი საბოლოოდ ბრუნდება სახლში“, - აცხადებს ბაიდენი.

CNN-ი იუწყება, რომ აშშ-ის ხუთი მოქალაქის გათავისუფლება წარმოადგენს მნიშვნელოვან დიპლომატიურ მიღწევას აშშ-სა და ირანს შორის წლების განმავლობაში რთული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებსაც ოფიციალური დიპლომატიური კავშირები არ აქვთ. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განაცხადებით, შეთანხმება აშშ-ის ირანთან ურთიერთობას არ ცვლის და რომ შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს მუშაობას ირანისთვის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით და ასევე მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება