ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაერო-ს გენერალუარი ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა საქართველოს წარმატებული ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში, ისევე როგორც ცალკეულ ინსტიტუციებთან და გენერალურ მდივანთან აქტიური თანამშრომლობა.

„მინისტრმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება