რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე ირაკლი კობახიძის განცხადება უპასუხისმგებლობა და მეტიც, დანაშაულია - ესენი „ანაბრების რევოლუციას“ გაიჩალიჩებენ

ეროვნულ ბანკს ფარცხალაძისთვის ანგარიშები რომ არ გაეყინა, საქართველოს საბანკო სისტემის და მთელი ეკონომიკის კოლაფსი მოხდებოდა - „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ეროვნულმა ბანკმა კონსტიტუცია დაარღვია, უპასუხისმგებლობა და დანაშაულია, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ეროვნულ ბანკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვას და ამ ფაქტზე „ქართული ოცნების“ შეფასებას.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება „ანაბრების რევოლუციას“ გაიჩალიჩებს“.

„ეროვნულ ბანკს ფარცხალაძისთვის ანგარიშები რომ არ გაეყინა, საქართველოს საბანკო სისტემის და შესაბამისად, მთელი ეკონომიკის კოლაფსი მოხდებოდა. უცხოური ბანკები შეწყვეტდნენ ქართულ ბანკებთან ურთიერთობას.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ეროვნულმა ბანკმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და შესაბამისად, კონსტიტუცია, არის უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, დანაშაული. ესაა ეროვნულ ბანკზე პირდაპირი ზეწოლა. სწორედ ამიტომ არ გვინდოდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გამხდარიყო ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, რომელსაც შესაძლოა, მართლაც შეესრულებინა ქართული ოცნების მითითებები. „ქართული ოცნება“ დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენი მოქალაქეების დანაზოგებს, ასევე ბიზნესს.

სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ „ანაბრების რევოლუციას“,- აცხადებს რომან გოცირიძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე განუცხადეს, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების შესაბამისად საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შეფასებას, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო