ლვოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების სამი საწყობი განადგურდა და ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსული ძალების მიერ დღეს დილით ლვოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების სამი საწყობი განადგურდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის მერზე, ანდრეი სადოვიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მაშველები დილის თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციას სამი საათის განმავლობაში ახორციელებენ.

„განადგურდა სამი საწყობი. საერთო ჯამში, ხანძარი ფართობი დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრია“, - განაცხადა სადოვიმ.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგები უკიდურესად რთულია. შენობაში საქველმოქმედო მისია CARITAS-SPES-ი ჰუმანიტარულ დახმარებას ინახავდა და წინა დღით ჰუმანიტარული დახმარების დიდი პარტია მიიღეს, მათ შორის გენერატორები და თბილი ტანსაცმელი, რომელიც სხვა ოლქებში უნდა გაეგზავნათ.

„ახლა ყველაფერი იწვის. ყველა დაბნეულია, რადგან ზარალი მილიონებს ა ათობით მილიონს აჭარბებს. არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი. ნგრევისა და მატერიალური ღირებულების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ლვოვის მერმა.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც ერთ-ერთ საწყობში მუშაობდა. დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება