ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“, რომელიც აძლიერებს რუსულ გავლენას საქართველოში, არ გამოიძიებს ოთარ ფარცხალაძის საქმეს - ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მძიმე ბრალდებებზე და პროპაგანდის იმედი აქვს

„ქართული ოცნება“, რომელიც აძლიერებს რუსულ გავლენას საქართველოში, არ გამოიძიებს ოთარ ფარცხალაძის საქმეს - ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მძიმე ბრალდებებზე და პროპაგანდის იმედი აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფაცხალაძის წინააღმდეგ ბრალდებებზე ობიექტური გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ხელისუფლება, საგამოძიებო უწყებები, ივანიშვილი, ყველა ის ადამიანი, რომელიც იღებს მასთან ერთად გადაწყვეტილებას, არის ფარცხალაძის მრწამსის და იდეოლოგიის გამზიარებელი. „ქართული ოცნება“, რომელიც აძლიერებს რუსულ გავლენას საქართველოში, რა თქმა უნდა, არ გამოიძიებს ოთარ ფარცხალაძის საქმეს, რომლის წინააღმდეგ აშშ-მა დააწესა სანქციები და რომელზეც სპეცსამსახურები, რა თქმა უნდა, ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და დადეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ოთარ ფაცხალაძის საქმეზე ობიექტური გამოძიება დადგება მაშინ, როცა არჩევნებით ეს ხელისუფლება ჩამოსცილდება ძალაუფლებას,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება სუს-ის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების მომზადების თაობაზე, დეკანოიძის თქმით, აღნიშნული, გარდა იმისა, რომ სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელო აქციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ასევე არის მცდელობა, ფარცხალაძის დასანქცირებიდან და ღარიბაშვილთან დაკავშირებით კორუფციული ბრალდებებიდან ყურადღება გადაიტანონ.

„სუს- ის განცხადება ეხმაურება ღარიბაშვილის კორუფციულ ბრალდებებს და ფარცხალაძის დასანქცირებას. ხელისუფლებას არ აქვს პასუხი ამ ძალიან მძიმე ბრალდებებზე - კორუფციასა და „ეფესბეს“აგენტობაზე და აქვთ იმედი, რომ პროპაგანდას ამ კუთხით გადაიტანენ, რაც არის მცდარი წარმოდგენა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს დაწყებული საქმეები სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით და შემდეგ არც ერთი გამოძიება არ იქნა ბოლომდე მიყვანილი,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება