მედეა მეტრეველი - კულტურის სამინისტრომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია სრულად შეწყვიტა - პარლამენტში მინისტრის წარდგენისას დეპუტატების მიერ ყველა კითხვა უნდა გაჟღერდეს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, მედეა მეტრეველის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და ჩაკეტილ უწყებად ჩამოყალიბდა, სრულად შეწყვიტა კომუნიკაცია საზოგადოებასთან, „რომელსაც მასთან მრავალი კითხვა დაუგროვდა რეპრესიული საკადრო პოლიტიკის, ნგრევის პირას მიყვანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ გაუმჭვირვალე მმართველობასთან დაკავშირებით“.

როგორც მეტრეველმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, ეს კითხვები არსებობს და საზოგადოება მათზე პასუხებს ელის.

„20 სექტემბერს კულტურის მინისტრის პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენის პარალელურად ხელოვანების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია ამის ნათელი დასტურია. ყველა კითხვა უნდა გაჟღერდეს როგორც აქციაზე, ასევე სხდომათა დარბაზში დეპუტატების მიერ, რომლებიც მოსახლეობის ხმას წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოში. გთხოვთ, თუ გაქვთ კონკრეტული კითხვები, რომლებიც თვლით, რომ აუცილებლად უნდა დაუსვათ მინისტრს, პირადში ან აქვე კომენტარად მომწერეთ, რათა ოპოზიციონერ დეპუტატებს მივაწვდინოთ მინისტრის რომ დაუსვან საჯაროდ“,- წერს დეა მეტრეველი.

ცნობისთვის, პარლამენტში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს 20 სექტემბერს, მოუსმენენ. წულუკიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.

მინისტრი გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება პოლიტიკური დებატები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება