გივი მიქანაძე - ხელისუფლება დგამს შემხვედრ ნაბიჯებს იმისთვის, რომ სწავლა-განათლების მიღება ყველასთვის იყოს შესაძლებელი და ამ კუთხით იღებს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებას

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ხელისუფლება თითოეული ახალგაზრდისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ზრუნავს. აღნიშნულის შეახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა სტატუსჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური ვალდებულებეის მოხსნაზე.

„პრემიერ-მინისტრის უშუალო გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტუდენტს, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული ფინანსური ვალდებულებების ვერ დაფარვის გამო, ეს ვალდებულებები გაუნულდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ უნივერსიტეტში სწავლობს, საჯარო იქნება ეს თუ კერძო უნივერსიტეტი. დაახლოებით, საუბარია 40 მილიონი ლარის ჩამოწერაზე სახელმწიფოს მხრიდან, რაც არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავს თითოეული ახალგაზრდისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და ხელისუფლება დგამს შემხვედრ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ყველასთვის სწავლა-განათლების მიღება იყოს შესაძლებელი და ამ კუთხით იღებს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლიდან სტიპენდიები, რომელიც 150 ლარს შეადგენდა წარჩინებული სტუდენტებისთვის, გაორმაგდება და 300 ლარი იქნება.

„ამასთანავე, თუკი აქამდე ფიქსირდებოდა, რომ ეს სტიპენდიები, საშუალოდ, 2500-მდე სტუდენტს ეხებოდა წლის განმავლობაში, ახლა ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ დაახლოებით 5 ათასამდე ახალგაზრდა მიიღებს სტიპენდიას, რაც ასევე მნიშვნელოვანი წახალისებაა სწავლის გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წლიდან, 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, ყოველწლიურად აღინიშნება დამსახურებულ პედაგოგთა დღე და გამორჩეული პედაგოგები მიიღებენ შესაბამის სამკერდე ნიშნებს და 10 ათას ლარიან ჯილდოს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან მომავალი თაობების აღზრდის მიზნით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო