ანონსი  20 სექტემბერი

20 სექტემბერს, 10:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით" კერძო სექტორთან მოსმენა გაიმართება

ადგილი: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

20 სექტემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საკრებულოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის - „შენი მოედანი“ ფარგლებში, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის.: თავისუფლების 2

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: შარტავას 7

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საომარი მოქმედებები ყარაბაღში. რეგიონში არსებული ვითარება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, სალომე სამადაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: კითხვები თეა წულუკიანს.

პარლამენტი. (სასესიო დარბაზთან.)

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ფარცხალაძის საქმე

მის: საქართველოს პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

საკ: ირაკლი გაბისონია 555 602 634

20 სექტემბერს 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში სხდომათა დარბაზთან, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგა

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

20 სექტემბერს 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში (სხდომათა დარბაზთან), საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: „შოვის ტრაგედიის საგამოძიებო კომისია“.

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

20 სექტემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბრიფინგს გამართავს.

მის: ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1, მე-5 სართული

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

ადგილი: პლენარულ სხდომათა დარბაზი

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ემიგრანტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები და წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან (იტალია, საბერძნეთი, აშშ, შვედეთი...) გამართავენ პრესკონფერენციას 21 სექტემბერს დანიშნულ ემიგრანტთა ყრილობასთან დაკავშირებით.

მის: მ. ბერძენიშვილის N1, კუს ტბის ასახვევთან

საკონტაქტო: 595 17 50 43

20 სექტემბერს 12:00 საათზე ბათუმში, იუსტიციის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე გამართავს ბრიფინგს.

თემა: კორუფცია ხელვაჩაურის მერიაში

მის: ბათუმი, იუსტიციის სახლი

საკ: მიშა ბოლქვაძე 577210305

20 სექტემბერს, 14:00 საათზე, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „დოიჩე ველე აკადემიასა“ (DWA) და „საქართველოს გაეროს ასოციაციასთან“ (UNA Georgia) პარტნიორობით, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას - “გამოავლინე სიმართლე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენცია”.

მის: თავისუფლების მოედანი 4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

საკონტაქტო: 598101508

20 სექტემბერს, 15:00 საათზე, არტისტერიუმის ფარგლებში, უკრაინულ-ქართული გამოფენა „ახლა საით მივდივართ“ გაიხსნება.

მის: რამიშვილის 31 (ან ამირეჯიბის 6), „მზიური“, ხელოვნების სივრცე „კუბი კონტექსტი“.

20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობა) გაიმართება საპროტესტო აქცია.

20 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტთან ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ქართული კულტურის გულშემატკივრები საპროტესტო აქციას გამართავენ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის