ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციის კვოტით წარდგენილი მოადგილის თანამდებობა უქმდება

ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ეს სიახლე უკვე ასახულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებების პროექტში.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განუცხადა, კანონპროექტში შესაბამისი ცვლილების ასახვის გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რადგან როგორც ცესკოს თავმჯდომარე, ასევე ცესკოს მდივანი და მოადგილე არა პარტიული ნიშნით დანიშნული ადამიანები, არამედ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ნიშნით შერჩეული პირები უნდა იყვნენ.

„არც ერთ დემოკრატიულ სისტემაში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პარტიული ნიშნით არჩეული არ არის. ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც გარკვეული შეთანხმების შედეგი იყო და რომელმაც რეალურად აჩვენა, რომ ეს სამართლებრივად გაუმართავია. ამიტომ ამ სიმახინჯის აღმოფხვრის გადაწყვეტილება მივიღეთ. კანონმდებლობაში აისახება ის, რაც სამართლებრივად გამართული უნდა იყოს. ამაზეც ჩვენ ვენეციის კომისიას ვეკითხებით და ვნახავთ, როგორი იქნება მათი დასკვნა“, - ეს განცხადება კი გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტი მიიღო, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება