ენტონი ბლინკენი - შეერთებული შტატები აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დიალოგს დაუბრუნდეს

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

მათივე ცნობით, შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დიალოგს დაუბრუნდეს.

"სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შესახებ ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუყო.ვნებლივ დაუბრუნდეს დიალოგს. მან პრემიერ ფაშინიანს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება