ილია დარჩიაშვილმა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან, შირლი აიორკორ ბოჩვეისთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და განას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

„მინისტრების შეფასებით, აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნების შემდგომ დაახლოებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სეიშელის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს-სილვესტრე რადეგონდეს. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი და გამოხატეს მზაობა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

პალაუს საგარეო საქმეთა მინისტრთან გუსტავ ნ. აინტაროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება