„საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას გააგრძელებენ

„საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას გააგრძელებენ.

ამის შესახებ „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

„ვმოქმედებთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნების დაცვას“,- განაცხადეს „თიბისი ბანკში“.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება