იაგო ხვიჩია - თურნავას ბრძანება ხალხისთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის, გამოფხიზლების იდეალური საშუალებაა - მეტი რა ქნან „ქოცებმა“, რით დაგვეხმარონ?

თურნავას ბრძანება ხალხისთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის, გამოფხიზლების იდეალური საშუალებაა. მეტი რა ქნან „ქოცებმა“, რით დაგვეხმარონ? - თუ გვინდა აქციებით რაიმე შეიცვალოს ამ ქვეყანაში, ოპოზიცია უნდა დაჯდეს და მოიფიქროს, რა გვინდა შეიცვალოს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სებ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ და ეროვნული ბანკის აზრით, სანქციები უნდა აღსრულდეს თუ არა, ეს უნდა განიხილოს სანქცირებულმა მურუსიძემ და ჩინჩალაძემ.

„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „ოცნება“ თავს იზღვევს, რომ მათი ლიდერების დასანქცირების შემთხვევაში გადაწყვეტილება არ აღსრულდეს და ნაცვლად იმისა, პარტნიორების სანქციები შესრულდეს, ის ჯერ განიხილოს სანქცირებულმა მურუსიძემ და ჩინჩალაძემ ანუ წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ და ეროვნული ბანკის აზრით, სანქციები უნდა აღსრულდეს თუ არა, ეს უნდა განიხილოს სანქცირებულმა მურუსიძემ და ჩინჩალაძემ. „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ სხვებსაც დაასანქცირებენ და გუნდის შიგნით ბზარის არგაჩენის მიზნით, ერთმანეთს ამშვიდებენ - აგერ, გვყავს სანქცირებული მოსამართლე, რომელიც სანქციებს არ აღასრულებს.

მე ზოგადად, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ასეთ საკითხებს ოპტიმიზმით ვუყურებ. ეს ყველაზე მეტად ეხმარება ქართველ ხალხს აზრზე მოსვლაში, იმ ხალხს, რომელმაც ჯერაც არ იცოდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და საით მივდიოდით, ამ ხალხისთვის გამოფხიზლების იდეალური საშუალებაა, მეტი რა ქნან „ქოცებმა“, რით დაგვეხმარონ სხვა ოპოზიციასაც მათ შორის, რომელსაც ასევე სჭირდება გამოფხიზლება და რამეზე ლაპარაკის დაწყება?!“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია აქციების თაობაზე „ლელოს“ ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას შედეგი არ მოაქვს, თუმცა არა იმიტომ, რომ აქციას „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს, არამედ იმის გამო, რომ არ იცი ხალხი აქციაზე რის გამო მიგყავს და ეს მოთხოვნა არ გაქვს ფორმირებული.

„არ იცი, რა გინდა. თუ გვინდა აქციებით რაიმე შეიცვალოს ამ ქვეყანაში, ოპოზიცია უნდა დაჯდეს და მოიფიქროს, რა გვინდა შეიცვალოს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით