კახა კალაძე - რაგბის 23 გუნდისთვის 4 550 ერთეული სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი შევისყიდეთ

თბილისის მერიამ, საქართველოს რაგბის კავშირის მომართვის საფუძველზე, რაგბის 23 გუნდისთვის 4 550 ერთეული სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი შეისყიდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიამ ინვენტარისა და ეკიპირების პროგრამის ფარგლებში, არაერთ სპორტულ კლუბს შეუწყო ხელი.

„დედაქალაქში მოზარდებისა და ბავშვების არაერთი სარაგბო კლუბი ფუნქციონირებს. კლუბების ეფექტურად და გამართულად ფუნქციონირებისთვის, საჭიროა ინვენტარის მუდმივი განახლება და შევსება. 6-14 წლის ასაკი არის ბავშვებისთვის და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის უნარების შეძენისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. კარგი ინვენტარი და შესაბამისი საწვრთნელი გარემო მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა სპორტსმენს გაუხსნის გზას ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საბავშვო ფესტივალებში, მოზარდ მორაგბეთა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე სპორტული შედეგების გაუმჯობესებას.

„იცით ჩემი დამოკიდებულება სპორტში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით. ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ პროცესს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ბევრი პროექტი განხორციელდა, რაც რაგბის შედეგებზეც აისახა, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება