ირაკლი კობახიძე - ვიღაცამ სახელმწიფო დეპარტამენტის სახით ოპოზიციას რაღაც ლუკმა გადაუგდო - რაც შეეხება წითლიძეს, ოპოზიციაში ვითომ კაცები იფარებენ ქალებს პროვოკაციებისთვის, კაცები ვერ მოდიან და მოჰყავთ ქალები

არაფერი ხელმოსაჭიდი არ ჰქონდა ოპოზიციას, რომ ახალი არეულობა შემოეტანა, ვიღაცამ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიიტანა ეს ჩანაწერი, ტექსტი, რომელმაც ოპოზიციას მისცა ხელოვნურად დღეს ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების საშუალება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რასაც დღეს ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, ქარიშხალია ჭიქაში“.

„სინამდვილეში, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. ფარცხალაძის შემთხვევა რომ ავიღოთ, არაფერი ხელმოსაჭიდი არ ჰქონდა ოპოზიციას, რომ ახალი არეულობა შემოეტანათ, ვიღაცამ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიიტანა ეს ჩანაწერი, ტექსტი, რომელმაც ოპოზიციას მისცა ხელოვნურად დღეს ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების საშუალება. მგონია, რომ ვინც დადო ეს ფურცელი სახელმწიფო დეპარტამენტში, ამას ხომ ბლინკენი არ ჩაუღრმავდება, ვინც დადო ეს ფურცელი, სწორედ ეს მიზანი ჰქონდა, რომ გადაეგდო რაღაც ლუკმა ოპოზიციისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის ფოიეში, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის, მათ შორის თავად კობახიძესა და ანა წითლიძეს შორის დაპირისპირებას, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციაში მყოფი „ვითომ კაცები ქალებს პროვოკაციების შესასრულებლად იფარებენ“.

„ბრიფინგს ვატარებდი, როდესაც ანა წითლიძე მოვიდა. შეიძლება სექსისტურია, მაგრამ, მგონი ქალთან არ არის სწორი, რომ პოლემიკაში შევიდე. არც შევდივარ დაპირისპირებაში და ამით სარგებლობენ. ანუ, ე.წ. კაცები, რომლებიც ამ ოპოზიციაში ვითომ კაცები არიან, იფარებენ ქალებს ასეთი პროვოკაციების შესასრულებლად. კაცები ვერ მოდიან და მოჰყავთ ქალები, დაიმალნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაიმალნენ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება