ლევან ხაბეიშვილი - ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც კონკრეტული კითხვა დავსვით, რატომ აქვს ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა - ცხადია, ვიჩხუბებთ, ფიზიკურად დავიცავთ ამ ქვეყანას

დღეს ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც ერთი კონკრეტული კითხვა დავსვით, რატომ აქვს ფარცხალაძეს დღემდე საქართველოს მოქალაქეობა - ცხადია, ვიჩხუბებთ, თავსაც დავიცავთ, საკადრის პასუხსაც გავცემთ. ფიზიკურად დავიცავთ ამ ქვეყანას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.

„არ ვაპირებთ, ამ რუსებს ეს ქვეყანა დავუთმოთ. ცხადია ვიჩხუბებთ, თავსაც დავიცავთ, საკადრის პასუხსაც გავცემთ. დღეს ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც ერთი კონკრეტული კითხვა დავსვით - რატომ აქვს ფარცხალაძეს დღემდე საქართველოს მოქალაქეობა. რატომ იცავენ „ეფესბეს“ აგენტს. ამაზე პასუხის ნაცვლად ვნახეთ აკანკალებული კობახიძე და მისი დამცველები - ბერაია და კოლექტიური პუტინისტები და ფარცხალაძეები. არაფრის გვეშინია! მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქის ჩართულობა. არ დავიღლებით, არ გვეშინია. ფიზიკურად დავიცავთ ამ ქვეყანას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ფარცხალაძეს იცავენ, ჯაშუშურ საქმიანობაში არიან ჩართულები.

„ყველამ ნახა ფარცხალაძის დამცველები. ეს ადამიანები საკუთარ თავს იცავენ, რადგან ჯერ არ არიან მხილებულები, ეჭვმიტანილები არიან, ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა და იცავს ფარცხალაძეს, ჩართულები არიან ჯაშუშურ საქმიანობაში. ამიტომაც დღეს, ფაქტობრივად საკუთარი სახე აჩვენეს, როდესაც „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება