სანდრო რაქვიაშვილი - კარგია დემოკრატიისთვის, როცა ბევრი ადამიანი გამოხატავს თავის პოზიციას ღიად და არ ზის სახლში - ხალხს აქვს სრული ლეგიტიმაცია, გაბრაზდეს და იმედია, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები არ ჩაახშობენ ადამიანების მორიგ აღშფოთებას

აქციაზე ჩავალ - კარგია, როცა ბევრი ადამიანი გამოხატავს პოზიციას ღიად და არ ზის სახლში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხს აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ გაბრაზდეს.

რაქვიაშვილი დასძენს, რომ იმედი აქვს, ოპოზიციონერი კოლეგები არ ჩაახშობენ ადამიანების მორიგ აღშფოთებას.

"აქციების პერსპექტივა გამოჩნდება ხალხის რეაქციით, გააჩნია რამდენი ადამიანი გამოვა, როგორ გამოვა, მე პირადად ჩავალ საღამოს აქციაზე და გამიხარდება თუ ბევრი ადამიანი მოვა. ზოგადად, კარგია დემოკრატიისთვის, როცა ბევრი ადამიანი გამოხატავს თავის პოზიციას ღიად და არ ზის სახლში. მაგალითად, ახალგაზრდებს თავის პოზიცია რომ გამოეხატათ თავის დროზე, თავდაცვის კოდექსი არ იქნებოდა მიღებული, კიდევ უფრო ადრე რომ გამოეხატათ პოზიცია, შეიძლება აგენტების კანონამდე არც კი მისულიყო სიტუაცია, კიდევ ბევრი სხვა პრობლემური კანონია. ხალხს აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ გაბრაზდნენ და იმედია ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები არ ჩაახშობენ ადამიანების მორიგ აღშფოთებას თავის გაუაზრებელი განცხადებებით და ისეთი მიტინგებით რომელსაც არანაირი მიზანი არ ექნება,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება