თამარ კორძაია - მნიშვნელოვანია, ქვეყანა, საბანკო სისტემა, მოქალაქეების ხვალინდელი დღე არ დადგეს რისკის ქვეშ - მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის წევრებს, შეიკრიბონ და გააუქმონ ნათია თურნავას თვითნებური, ჯაშუშების დამცველი გადაწყვეტილება

მნიშვნელოვანია, მოქალაქეების ხვალინდელი დღე არ დადგეს რისკის ქვეშ - აქცია ორ ლოკაციაზე იმართება, სადაც მოვასწრებ, ყველგან მივალ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან განახადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება და აუცილებელია, გაუქმდეს თურნავას მიღებული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება თურნავას გადადგომას, კორძაია აცხადებს, რომ ამის მოლოდინი ადამიანისგან, რომელიც "მზად არის ჯაშუშების დასაცავად მოქალაქეები დააყენოს რისკის ქვეშ, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს".

თუმცა, როგორც კორძაია აცხადებს, ახლა მნიშვნელოვანია საბჭო შეიკრიბოს და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანა და საბანკო სისტემა, მოქალაქეების ხვალინდელი დღე არ დადგეს რისკის ქვეშ, ამიტომ მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის წევრებს, შეიკრიბონ და გააუქმონ ნათია თურნავას თვითნებური, ჯაშუშების დამცველი გადაწყვეტილება.

აქცია, რომელიც გამოცხადებულია, ზუსტად იმავე მოთხოვნებით იმართება, რაზეც ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ვუერთდები ამ მოთხოვნას, რადგან ეს არის მთელი საქართველოს მოქალაქეების ინტერესში.

აქცია არის მშვიდობიანი და საქართველოს ინტერესების დამცველი. აქცია იმართება ორ ლოკაციაზე და ერთი და იგივე მოთხოვნით, სადაც მოვასწრებ, ყველგან მივალ", - განაცხადა კორძაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება