ხათუნა სამნიძე - როცა საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს და "ოცნება" რუსულ გადაწყვეტილებებს იღებს, ოპოზიცია ერთიანია - ჩვენ ვდგავართ მოსახლეობის უმრავლესობის, ანუ ევროპის მხარეს

როცა საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს და "ოცნება" რუსულ გადაწყვეტილებებს იღებს, ოპოზიცია ერთიანია - ჩვენ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის, ანუ ევროპის მხარეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე აქციის დაანონსება ნორმალურია და ის ორივე აქციაზე აპირებს მისვლას.

"ასეთ პროცესში აქციების რამდენიმე ადგილას დაანონსება ნორმალური პროცესია, მთავარია "ქართული ოცნება" ხედავს, რომ რაც არ უნდა ფრაგმენტირებულო და სუსტი იყოს ოპოზიცია, რასაც ისინი ხშირად იმეორებენ, როცა საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს და რუსულ გადაწყვეტილებებს იღებს ოცნება, ერთიანია ოპოზიცია როგორც არასდროს და სწორედ აქ არის ჩვენი ძალა, ჩვენ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის, ანუ ევროპის მხარეს. ერთი აქცია იქნება, ორი თუ სამი, შესაძლებელია ყველგან მისვლა და გაერთიანება ერთ აქციაზე, თან ეს აქციები მხოლოდ დღეს არ იქნება. ვაპირებ ვიყო აქციაზე, რომელიც თავიდან დაანონსდა და ასევე პარლამენტთან 19:00 საათზე", - განაცხადა სამნიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება