თეა წულუკიანი ოპოზიციას - აქ რომ დადექით და რუსული ხომალდის ლოზუნგი გაშალეთ, ჩემზე არ მოქმედებს - ამაში სქესიც მიწყობს ხელს, ქართველი კაცი რომ ვიყო, შეიძლება მუშტი გამექცეს, მაგრამ რეაქცია მაქვს ნული

აქ რომ დადექით და რუსული ხომალდის ლოზუნგი გაშალეთ, ჩემზე ეს არ მოქმედებს - არცერთი ტიპის შეურაცხყოფა ჩემზე არ მოქმედებს, ამაში სქესიც მიწყობს ხელს! - ქართველი კაცი რომ ვიყო, შეიძლება მუშტი გამექცეს, მაგრამ რეაქცია მაქვს ნული! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

წულუკიანმა საპასუხო განცხადებით პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არმაზ ახვლედიანს მიმართა და მას “ლუზერი“ უწოდა.

კულტურის მინისტრმა ახვლედიანს მიმართა, რომ არსად წავა, ვიდრე ეცოდინება, რომ არის რისკი იმისა, რომ ხალხი ვისკენაც ახვლედიანი “უსირცხვილოდ გადაპორტირდა“, შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

“რაც გინდათ ამ ტრიბუნას ის დააწერეთ, ტრიბუნის უკან მაინც ამაყად ვიდგები და არასად წავალ. გამიშვით დროზე პოლიტიკიდან - აქაურობას მოშორდით! მე ამიტომ ვარ, მეტი არაფერისთვის - ეს ჩემთვის ფუფუნება არ არის! ვინც ხედვას, თუ როგორ ვსაქმიანობ, ყველამ იცის, რომ მინისტრობა ჩემთვის ფუფუნება არ არის. ეს არის ძალიან დიდი ჯაფა და შრომა საკუთარი ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის ხარჯზე“, - განაცხადა წულუკიანმა არმაზ ახვლედიანის მისამართით.

კულტურის მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატს ურჩია, საკუთარი განვლილ გზას კრიტიკული თვალით შეხედოს.

“თქვენ მე რჩევა მომეცით, დამამუნათედ და მითხარით, რომ პოლიტიკაში ჩემი დრო ამოიწურა. გეთანხმებით - ხელისუფლებები იმისთვის არიან, რომ როცა არიან, მერე დრო ამოეწუროთ. ძალიან გამიხარდება, რომ ამოწურვის რეალური მომენტი რაც შეიძლება მალე დადგეს, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, რომ თქვენი დრო პოლიტიკაში არასდროს არ დაიწყო და ერთი ჩვეულებრივი ლუზერი ხართ.

თქვენ ჩვენი პარტიის ყოფილი თანამდებობის პირი ხართ, რომელმაც ერთადერთი, რაც ჩვენს პარტიაში ყოფნისას მოახერხეთ იყო ის, რომ პარტიის ფულით საკუთარ თავს ჯიპი შეუძინეთ. მეტი რა გააკეთეთ?! დღეს “ნაცებში“ პორტირებული ბედავთ, რომ ხმა ამოიღოთ. ილაპარაკეთ, მაგრამ ასე შორს ვერ გაფრინდებით. მე ჩემი კარიერა არც თუ ისე გავლიე, მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ? - არაფერი! ნული! ზერო!

მე კი წავალ, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ?! - ვერასდროს ქართულ პოლიტიკაში თქვენ ვერ შემოხვალთ“, - მიმართა ახვლედიანს თეა წულუკიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო