სალომე სამადაშვილი - რეჟიმის ჩამოშლა დაიწყო, რადგან არ მახსენდება, რომ ერთ დღეში ერთდროულად სამი მაღალი თანამდებობის პირს მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება

ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც გააპროტესტებენ ევროპული მომავლის მორიგ საბოტაჟს - რეჟიმის ჩამოშლა დაიწყო, რადგან მე არ მახსენდება, რომ ერთ დღეში ერთდროულად სამი მაღალი თანამდებობის პირს მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება ,- ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ერთიანი ბრძოლა.

"ლელოს" პოზიცია არის მარტივი, დღეს, როცა ჩვენ ვებრძვით რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და გვაქვს ვითარება, როცა ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟი ხდება, როგორც რუსული კანონის წინააღმდეგ საზოგადოება გაერთიანდა და ერთობლივად აიძულა რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომ უკან წაეღო რუსული კანონი, ასე ერთიანად უნდა დავუპირისპირდეთ ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც გააპროტესტებენ მორიგ საბოტაჟს საქართველოს ევროპული მომავლის, რაც გუშინ ქალბატონი თურნავას ხელით განხორციელდა", - განაცხადა სამადაშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტების გადადგომას და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს "ქართული ოცნების" ჩამოშლას.

"თურნავას გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, ასევე იმის თაობაზე, რომ ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ევროპული მომავლისთვის და დაარღვია ეროვნული ბანკის რეგულაციები, როცა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, ამიტომ თუ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება პარლამენტში, მხარს დავუჭერთ, ამიტომ პრეზიდენტის მოწოდება, რომ ის უნდა გადადგეს, არის სწორი მოწოდება. თურნავა რა თქმა უნდა, არ აპირებს არსად წასვლას, ის არის ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი კადრი, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რასაც ივანიშვილის პირით მას აძლევს "ეფესბე", ამიტომ არ მგონია, პრეზიდენტის მოწოდების საფუძველზე "ეფესბეს" საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს ივანიშვილმა და მისმა ქვეშევრდომმა თურნავამ. ერთი რამ არის ფაქტი - "ქართული ოცნების" რეჟიმის ჩამოშლა დაიწყო, რადგან მე არ მახსენდება, რომ ერთ დღეში ერთდროულად სამი მაღალი თანამდებობის პირს მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება. დღეს უკვე შეუძლებელია, არ დაინახო, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაკავშირებულ უწყებებში მაღალი თანამდებობების დაკავება არის რუსული ინტერესების გატარება და რუსეთის ინტერესების სამსახურში ყოფნა, ამიტომ მივესალმები მათ გადაწყვეტილებებს, ვინც დატოვეს თანამდებობა და იმედი მაქვს, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოვშლით რუსულ საოკუპაციო რეჟიმს საქართველოში",- განაცხადა სამადაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო