ეროვნულ ბანკთან შეკრებილი პოლიტიკოსები ნათია თურნავასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა

საქართველოს ეროვნულ ბანკთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ეროვნულ ბანკში შესვლას და ნათია თურნავასთან შეხვედრას ითხოვენ.

აღნიშნულის შესაძლებლობას მათ პოლიცია არ აძლევს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განმარტა, რომ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში შესვლა სურს.

„დეპუტატებს უნდათ ნათია თურნავასთან შესვლა“- მიმართა სამართალდამცველებს ნიკა მელიამ, რაზეც პოლიციამ უპასუხა, რომ ჯერ საშვი უნდა დაუშვან და ამის შემდეგ ექნებათ შესვლის შესაძლებლობა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, სამართალდამცველებს პოლიტიკოსებმა განუმარტეს, რომ დეპუტატს შენობაში შესვლისთვის საშვი არ სჭირდებათ.

ამასთან, ნიკა მელიასა და პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

პოლიციელმა ნიკა მელიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ხელი დაწიე, მიბრძანდი, ტონს ნუ უწევ“, რის საპასუხოდაც მელიამ მას მიმართა: „ასე უნდა წმინდოთ ივანიშვილს უკანალი? - ფულის გამო ყველაფერს აკეთებ“. პოლიციელმა თავის მხრივ უპასუხა; „შენ წმინდე უკანალი ვიღაცებს უზრდელო, გადი აქედან“.

დეპუტატებს ამ დრომდე არ მისცემიათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა. შენობასთან პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება