გიორგი ვაშაძე - არასდროს უკან არ დავიხევთ - ერთად ვიდგებით ხვალაც, ზეგაც, ვიდრე რუსული ჯაშუშური ქსელი ბოლომდე არ გამოაშკარავდება -  ყველა მოღალატე უნდა განიდევნოს სახელმწიფოს მართვისგან, ეს არის ჩვენი ამოცანა

ფარცხალაძეს აუცილებლად უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა, სებ-ის ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და მოხდეს კონკრეტულად იმ ადამიანების ლუსტრაცია, ვინც ამ ჯაშუშურ ქსელში არიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ამოცანა არის „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ქვეყნის მმართველობისგან.

„ძალიან მძლავრად და მყარად იდგა ოპოზიცია. ჩვენ არ მივეცით რუს ჯაშუშებს თემის გატარების შესაძლებლობა. ამ მშიშარა, ლაჩრების სრული ლუსტრაცია მოხდა. ამიტომაც მუშტიც მიიღეს და ყველაფერი. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ჩვენ არასდროს უკან არ დავიხევთ, რადგან ჩვენს უკან არის სამშობლო, მათ უკან არის რუსული ჯაშუშური ქსელი. როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები გადადგნენ, ასე მოგიწოდებთ, ყველა გადადის ხალხის მხარეს, მათ შორის მოვუწოდებ იმ მედიასაშუალებებს, რომელიც რუს პროპაგანდისტულ დავალებას ასრულებენ, დაანებეთ ამას თავი.

რაც შეეხება ჩვენს ამოცანებს, ჩვენ ვართ ერთიანი, მძლავრი და მაგარი. ერთად ვიდგებით ხვალაც, ზეგაც და მანამ, სანამ რუსული ჯაშუშური ქსელი ფარცხალაძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული ბოლომდე არ გამოაშკარავდება. ყველა მოღალატე უნდა განიდევნოს სახელმწიფოს მართვისგან, ეს არის ჩვენი ამოცანა. ახლა პირველი ნაბიჯები, რაც აუცილებლად უნდა გადაიდგას. ფარცხალაძეს აუცილებლად უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა, სებ-ის ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და მოხდეს კონკრეტულად იმ ადამიანების ლუსტრაცია, ვინც ამ ჯაშუშურ ქსელში არიან. საბოლოოდ, ჩვენი ამოცანა არის რუსული ჯაშუშური „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ქვეყნის მმართველობისგან“,-განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება