ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2023 წლის 20 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაცეცეგ ბატმუნხს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასააქტიურებლად სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე და მოიწვია მონღოლეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება