ილია დარჩიაშვილი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს

ილია დარჩიაშვილი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, გრენადის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ჯოზეფ ანდალთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა და მხარეებმა დაინტერესება გამოხატეს ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის, ტურიზმის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ინსტიტუციური რეფორმების და ელექტრონული მმართველობის სფეროში.

„20 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ტიმორ- ლესტეს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ბენედიტო ფრეიტასთან.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც მხარეთა შეფასებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა სხვადასხვა რეგიონალურ პლატფორმებში. მინისტრები მიესალმნენ გაერო-ს ფარგლებში ორი ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება