რუსეთის საგარეო უწყება - ნატო-ს წვრთნები სულ უფრო პროვოკაციული და აგრესიული ხდება

ნატო არ მალავს, რომ წვრთნების ფარგლებში რუსეთის მხრიდან თავდასხმის მოსაგერიებლად მოქმედებებს ახორციელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"ნატოს სწავლება Steadfast Defender, რომელიც, არსებული მონაცემებით, 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება, ევროპის რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს და მასში დაგეგმილია 40 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის ჩართვა", - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს მტკიცებით, როგორც Defender სერიის ყველა სხვა მანევრი, აღნიშნული წვრთნები გულისხმობს ამერიკული შენაერთებისა და ტექნიკის ევროპაში გადასროლას და შესაბამისი ლოგისტიკის განვითარებას. "ნატო განუწყვეტლივ ზრდის წვრთნების მასშტაბებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ისინი სულ უფრო პროვოკაციული და აგრესიული ხასიათის ხდება და მიზანმიმართულად, ძირითადად, რუსეთის საზღვრებთან ტარდება" , - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების მტკიცებით, ნატოს წევრები არ მალავენ იმ ფაქტს, რომ "ისინი ახორციელებენ მოქმედებებს სწორედ რუსეთის მხრიდან შეტევის მოსაგერიებლად".

„ამავდროულად, საუბარია ნატო-ს ძალების გამოყენების „რეალურ სცენარებზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მათი მტკიცებით, რუსეთი ნატო-ს რეგულარულად სთავაზობდა სხვადასხვა დეესკალაციის ინიციატივებს, მოუწოდებდა უარი ეთქვა პროვოკაციულ ნაბიჯებზე და წვრთნების ქვეყნის შიგნით ნებაყოფლობით გადატანაზე.„საპასუხოდ, ნატო სიტყვიერად აცხადებდა, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირება არ სურდა, საქმით კი, ფაქტობრივად ჩვენს ზღურბლზე, "ძალის დემონსტრირებას" განაგრძობდა", - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო