გეოგრაფიული აღნიშვნა „ნაბეღლავი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნაბეღლავი“ „საქპატენტში“ 2011 წლის 13 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ნაბეღლავის წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

„ჩვენ სოფელს ნაბეღლავი ტყუილა კი არ ჰქვია? იყო წინათ სიმინდი, ბეღელიც იყო, ახლა მართლა ნაბეღლავი გახდა“ - ასეთ ფრაზას ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში „მე ვხედავ მზეს“. მართლაც ასე იყო ოდითგან, სოფელ სურებისა და ნაბეღლავის მხარე მთელ გურიაში განთქმული იყო, როგორც სანოვაგისა და სიმდიდრის ადგილი, თუმცა, სხვადასხვა საუკუნეში ომიანობამ აქაურობასაც დაამჩნია გაჭირვების კვალი. ასე გადაიქცა ბეღელი ნაბეღლავად და ასე დაერქვა ამ სოფელში გადმოდინებულ წყალს ნაბეღლავის სახელი.

ნაბეღლავის მოსახლეობამ გადმოცემით იცის, რომ ყველაზე დიდი ყურადღება აქაურ მინერალურ წყალს მაშინ მიაქციეს, როდესაც სოფლის ხალხი დააკვირდა, რომ პირუტყვი ძირითადად ერთ ადგილას მიდიოდა წყლის დასალევად, შემდეგ ადამიანებმაც გასინჯეს ეს წყალი და მიხვდნენ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.

ნაბეღლავის მინერალური წყალი 1905 წლიდან გახდა ცნობილი, როგორც ახალი აღმოჩენა გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, გუბაზეულის ხეობაში, ბახმაროს გზაზე, გზის პირას არსებულ სოფელ ნაბეღლავში. მოგვიანებით, წყლის საბადოს ირგვლივ ქარხანა აშენდა და 1958 წლიდან „ნაბეღლავის“ ქარხნული ჩამოსხმა დაიწყო.

ეს წყალი ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით. გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა და შარდის სადინარების დაავადებათა სამკურნალოდ, ასევე, ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

ნაბეღლავი ნახშიროჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალია, საერთო მინერალიზაციით 2,5-12 გ/დმ3.

მაშინ, როდესაც ნაბეღლავში სანატორიუმი ფუნქციონირებდა, დასვენებისა და მკურნალობის მიზნით, ხალხი მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩადიოდა. ინტენსიურად სვამდნენ მინერალურ წყალს. როგორც ცნობილია, სამკურნალო კურსი მოიცავდა 12-18 დღიან პერიოდს. ეს წყალი გამოიყენებოდა, როგორც დასალევად, ასევე, აბაზანების მისაღებად. 90-იან წლებში სანატორიუმი გაუქმდა და ახლა მხოლოდ ქარხნულად ჩამოსხმული წყალია ხელმისაწვდომი.

„ნაბეღლავის“ სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნაბეღლავი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნაბეღლავი“ „საქპატენტში“ 2011 წლის 13 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ნაბეღლავის წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

„ჩვენ სოფელს ნაბეღლავი ტყუილა კი არ ჰქვია? იყო წინათ სიმინდი, ბეღელიც იყო, ახლა მართლა ნაბეღლავი გახდა“ - ასეთ ფრაზას ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში „მე ვხედავ მზეს“. მართლაც ასე იყო ოდითგან, სოფელ სურებისა და ნაბეღლავის მხარე მთელ გურიაში განთქმული იყო, როგორც სანოვაგისა და სიმდიდრის ადგილი, თუმცა, სხვადასხვა საუკუნეში ომიანობამ აქაურობასაც დაამჩნია გაჭირვების კვალი. ასე გადაიქცა ბეღელი ნაბეღლავად და ასე დაერქვა ამ სოფელში გადმოდინებულ წყალს ნაბეღლავის სახელი.

ნაბეღლავის მოსახლეობამ გადმოცემით იცის, რომ ყველაზე დიდი ყურადღება აქაურ მინერალურ წყალს მაშინ მიაქციეს, როდესაც სოფლის ხალხი დააკვირდა, რომ პირუტყვი ძირითადად ერთ ადგილას მიდიოდა წყლის დასალევად, შემდეგ ადამიანებმაც გასინჯეს ეს წყალი და მიხვდნენ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.

ნაბეღლავის მინერალური წყალი 1905 წლიდან გახდა ცნობილი, როგორც ახალი აღმოჩენა გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, გუბაზეულის ხეობაში, ბახმაროს გზაზე, გზის პირას არსებულ სოფელ ნაბეღლავში. მოგვიანებით, წყლის საბადოს ირგვლივ ქარხანა აშენდა და 1958 წლიდან „ნაბეღლავის“ ქარხნული ჩამოსხმა დაიწყო.

ეს წყალი ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით. გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა და შარდის სადინარების დაავადებათა სამკურნალოდ, ასევე, ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

ნაბეღლავი ნახშიროჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალია, საერთო მინერალიზაციით 2,5-12 გ/დმ3.

მაშინ, როდესაც ნაბეღლავში სანატორიუმი ფუნქციონირებდა, დასვენებისა და მკურნალობის მიზნით, ხალხი მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩადიოდა. ინტენსიურად სვამდნენ მინერალურ წყალს. როგორც ცნობილია, სამკურნალო კურსი მოიცავდა 12-18 დღიან პერიოდს. ეს წყალი გამოიყენებოდა, როგორც დასალევად, ასევე, აბაზანების მისაღებად. 90-იან წლებში სანატორიუმი გაუქმდა და ახლა მხოლოდ ქარხნულად ჩამოსხმული წყალია ხელმისაწვდომი.

„ნაბეღლავის“ სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა