პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები მათ დაუსწრებლად განიხილა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.

შესაბამისად, კომიტეტები წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტს უარყოფითი დასკვნით მიმართავს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაეჭირათ „ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ, [ინსტიტუციაც] არც დააფასა“.

ამასთან, კვიჟინაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის საბჭო ფუნქციონირებდეს, ამიტომ პრეზიდენტთან კონსულტაციების იმედი აქვს.

„ჩვენ როგორც კანონი ითვალისწინებს, სამი დღით ადრე დავდეთ საიტზე, შევატყობინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაგვიდასტურეს მოსვლა თვითონაც და კანდიდატურების მოსვლაც. ყველაფერი მიდიოდა გეგმით, რადგან ჩვენ არ შეგვეძლო გადაგვედო, 2 კვირის ვადის შეზღუდვა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ის რაც მოხდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრძანა რომ არ უჭერენ თუ გამოიწვევენ. არ არის კანონში, არც რეგლამენტში არსად, პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა, ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ არც დაგვაფასა და არც მოვიდნენ. არ დავუჭირეთ მხარი. თუმცა, აქვე ვაფიქსირებ, ჩვენ კომიტეტმა არ დავუჭრეთ, სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება საბოლოოდ. მე იმედი მაქვს, წარმოუდგენელია პრეზიდენტს არ ესმოდეს, რომ თუ საბჭო არ იფუნქციონირებს რა იქნება, ამიტომ იმედი მაქვს, რაღაცნაირად შევთანხმდებით და ერთხელ მაინც გადადგამს ნაბიჯს, რომ კონსულტაციები გავწიოთ. თუ ეს არ იქნება არის გზები, რომელიც ბანკის ფუნქციონირებას ხელს არ შეუძლია", - განაცხადა კვიჟინაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრიდან 7 წევრია, რომელთაგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით საგამონაკლისო წესის შემოღებაზე ნათია თურნავას ხელმოწერით გამოცემულ ბრძანებას უკავშირდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის