ილია დარჩიაშვილი პრემიერის აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრაზე - ორმხრივ ფორმატში განხილული საკითხი შეეხებოდა ჩვენ თანამშრომლობას, პარტნიორობას და სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც აშშ-თან  ბოლო 30 წელია გვაკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ სალივანთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა.

„საკითხი, რომელიც იქნა განხილული ორმხრივ ფორმატში, შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას და იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ იყო აქცენტი ზოგადად, უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს რეგიონში, რეგიონს მიღმა, რეგიონში მიმდინარე ომის შესახებ და რა თქმა უნდა, ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას, იყო განხილვის ერთ-ერთი საგანი. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება