პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ ხმაურია. მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. მანამდე სამნიძესა და მდინარაძეს შორის ხმამაღალ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

დაპირისპირების თემა კვლავ ოთარ ფარცხალაძისა და ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესია. დღევანდელი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვით დაიწყო.

ოპოზიცია ცდილობს, კანონპროექტებზე კითხვების დასმის შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შეკითხვები სწორედ ეროვნული ბანკის თემაზე დასვას. მათ ამის შესაძლებლობას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ აძლევს და ოპოზიციონერებს შეკითხვის დაწყებისთანავე მიკროფონს უთიშავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება