გიორგი ბოტკოველი - არცერთ ქართველს არ უნდა უხაროდეს რომელიმე მოქალაქის დასანქცირება, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს - მთავარი დასასანქცირებელი პირი ბიძინა ივანიშვილია

დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი არ შეჩერდება, ეს არცერთ ქართველს არ უნდა უხაროდეს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ეს უნდა გავიაროთ, ყველა დასასანქცირებელი პირი უნდა დასანქცირდეს და ამ ქვეყანაში მთავარი დასასანქცირებელი არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ არცერთი უმრავლესობის წარმომადგენელი აშშ-ს ქვეყნის მთავარ პარტნიორად არ თვლის.

„სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი განცხადება პირდაპირ მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ხან დარბაზში, ხან დარბაზს გარეთ და ხან კომენტარებში რომ იძახიან, რომ თურმე რაღაც მტკიცებულებები აკლიათ, ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდა?! მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი უმრავლესობის წარმომადგენელი აშშ-ს ჩვენს მთავარ პარტნიორად არ თვლის, თუ თვლის მთავარ პარტნიორად, მაშინ ამაზე მეტი მტკიცებულებები არ გჭირდება. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი არ შეჩერდება, ეს არცერთ ქართველს არ უნდა უხაროდეს და მეც არ მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქის დასანქცირება მოხდეს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ეს უნდა გავიაროთ, ყველა დასასანქცირებელი პირი უნდა დასანქცირდეს და ამ ქვეყანაში მთავარი დასასანქცირებელი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ჩამოანგრია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსი და ქმედება, რომელიც ქმედებაც დარწმუნებული ვარ იქნება ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის პროცესს ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება