ჯაბა სამუშიამ „ახალგაზრდული ფორუმი 2023“-ის მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თსუ-ს სტუდენტებისთვის ანაკლიაში ხუთდღიანი „ახალგაზრდული ფორუმი 2023” გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 200 სტუდენტი სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობაში მონაწილეობდა.

„სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული სტუდენტური გუნდები თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. პროექტის დასასრულს სტუდენტებისთვის მუსიკალური ღონისძიება გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება