ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო პიკნიკი „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა.

ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობითვე, ღონისძიებაზე, ბსუ-თან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

„ღია ცის ქვეშ, 30-ამდე კარავში წარმოდგენილი იყო შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, მოსწავლეებისათვის საინტერესო ექსპერიმენტები, სახალისო აქტივობები, ინტერაქციული გამოფენები და ვიქტორინები. „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციასა და მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.

სამეცნიერო პიკნიკის გახსნას დაესწრნენ ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან ქოქრაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ზაზა მარუაშვილი.

სამეცნიერო პიკნიკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება