„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით პროექტი - „ააშენე საქართველო“ იწყება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის „ააშენე საქართველო“ 2023-2024 წლის გახსნითი ღონისძიება 22 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

ინფორმაციას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ალან ს. პერსელი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამის დირექტორი, ჯონ დიპირო გახსნიან.

„პროექტი „ააშენე საქართველო“ მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერებისა და წამყვანი ექსპერტების ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. მასში ჩართულია ღია კონკურსის წესით შერჩეული 70 მონაწილე, შემდეგი სამიზნე ჯგუფებიდან: ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, რელიგიური ორგანიზაციები, ახალგაზრდები, ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლები.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ექსპერტ ფასილიტატორების მხარდაჭერით, გამოიყენებს საზოგადოებრივი დიალოგის მიდგომას, რათა შექმნას საერთო საფუძველი სხვადასხვა აქტორებს შორის, რაც ხელს შეუწყობს არაფორმალურ გარემოში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიისა და კომპრომისის გზით, კონსენსუსის მიღწევას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება