პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის შეფასებას ახდენს

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლის, პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის შეფასებას ახდენენ და ჯერჯერობით ოფიციალური ბაქოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

აღნიშნული განცხადება პეტერ სტანომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ევროპარლამენტში გაჟღერებული მოწოდებების კომენტირებისას გააკეთა.

"ნებისმიერ სასანქციო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები იღებენ. ჯერჯერობით ისინი მთიან ყარაბაღში განვითარებული აქტუალური სიტუაციის შეფასებას ახდენენ", - განაცხადა სტანომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხი უნდა იყოს საერთაშორისო, ამიტომაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პარტნიორებთან შესაბამის კონსულტაციებს მართავენ.

"ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ზომების მიღების შესახებ გადაწყვეტილება არ არის. ეს საკითხი შეფასების პროცესშია, პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ … პასუხი საერთაშორისო უნდა იყოს", - განაცხადა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება