ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გორში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

მშვიდობის საერთაშორისო დღეს, გორში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები დევნილები, კონფლიქტით დაზარალებული ქალები და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა დაესწრო. ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორი ადგილობრივ ქალთა ორგანიზაცია "მშვიდობის კვლევის ცენტრი თბილისია”, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.

„მშვიდობის დღემ ხაზი გაუსვა კონსტრუქციული სამშვიდობო კომუნიკაციის მნიშვნელობას კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის. ღონისძიების მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სემინარში ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების გასაღრმავებლად. ტანგოს საცეკვაო ელემენტების გამოყენებით, მათ უკეთ გაიაზრეს, თუ როგორ იგება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა ადამიანებს შორის და რა გზით ხდება ემოციების მართვა და კონფლიქტის არიდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვდგავართ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების გვერდით, რათა მათთან ერთად ავაშენოთ მშვიდობიანი მომავალი. მტკიცედ გვჯერა, რომ ღია და პატივისცემით სავსე კომუნიკაციას შეუძლია დაამსხვრიოს სტერეოტიპები, გააბათილოს ცრუ წარმოდგენები და ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას“, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში ანნა ჩერნიშოვა.

„EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობენ ოცზე მეტ ქართულ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციასთან, რომლებიც ჩართულები არიან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და სოციალური ერთობის მშენებლობის საქმეში. ამ თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არაერთი სამოქალაქო ინიციატივა ხორციელდება. მათ შორისაა სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ჯგუფებისა და გარემოსდაცვითი აქტივისტების მხარდაჭერა და საზოგადოებრივი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი გარდაქმნის, ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევის შესახებ.

„EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროს შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო