ილია დარჩიაშვილმა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტთან დენის ფრანცისთან შეხვედრა გამართა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტთან დენის ფრანცისთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში, რაც გაეროს ქარტიის ღირებულებების და პრინციპების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას უკავშირდება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წარმატებულ ჩართულობას ორგანიზაციის ინიციატივებში, მათ შორის სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს, რაც პასუხობს გაერო-ს მდგრადი განვითარების ამოცანებს.

წარმატებულად შეფასდა მდგრადი განვითარების კუთხით საქართველოს მიერ დასახული ეროვნული ამოცანები და მათი შესრულების დინამიკა.

„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გაერო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის აქტიურ მხარდაჭერას, ისევე როგორც გენერალური მდივნის შესაბამის ანგარიშს, რაც უზრუნველყოფს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას. ხაზი გაესვა გაეროს და მისი ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობით და მზადყოფნას გამოთქვამს მიმართოს ძალისხმევა ამ კუთხით.

ილია დარჩიაშვილმა წარმატება უსურვა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მის მომავალ საქმიანობაში და საქართველოში მიიწვია”, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო უწყება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო