ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტზე - ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ

ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ რუსეთის ტერორთან ბრძოლაში შეერთებული შტატების მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

"დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს. შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ რამდენიმე სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ახალი აგრესია უკრაინისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მიღწეულია ახალი შეთანხმებები, რომლებიც გაზრდის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის. "ეს არის ძალიან ძლიერი პაკეტი. ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება