ილია დარჩიაშვილმა ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრ ელმედინ კონაკოვიჩთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურების საჭიროება და ხაზი გაუსვეს ამ მხრივ არსებულ დიდ პოტენციალს.

„განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფების გათვალისწინებით.

ქართულმა მხარემ გამოხატა საქართველოს დაინტერესება განავითაროს ურთიერთობები ბალკანეთის ქვეყნებთან, ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საკონსულტაციო ფორმატებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ინიციატივით უკვე გაიმართა და ახლო მომავალშიც იგეგმება ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაწილეობით კონსულტაციები.

მინისტრებმა მიმოიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და ამ მხრივ არსებული ვითარება. ილია დარჩიაშვილმა ბოსნიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია კანდიდატი სტატუსის მიღების მიზნით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ძალისხმევა სათანადოდ იქნება დაფასებული.

მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი კავშირების განვითარების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება