„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“- ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ - ამ მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.

პარალელურად, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დაგეგმილია შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოსვლა.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში”, სსკ-ის მუხლი 314 ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე”.

გარდა ამისა, აქტივისტებს ჩართული აქვთ ხმოვანი მოწოდება - „რუსეთის აგენტებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები”.

პარლამენტთან გაშლილია სტენდი, სადაც გაკრულია სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი, მოსამართლეების - ირაკლი შენგელიას და ლევან მურუსიძის ფოტოები, ასევე, გაკრულია ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ფოტო. სტენდზე ჩამოკიდებულია ბოტასებიც.

პარლამენტის უკანა მხრიდან შესასვლელი პოლიციას აქვს გადაკეტილი. სამართალდამცველები მთლიან პერიმეტრზე არიან განლაგებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება